воскресенье, 27 марта 2011 г.

პროექტი

თემა: ოპტიკური ხელსაწყოები.
მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას და ანალიზს.   გაეცნობიან სხვადასხვა  ოპტიკური ხელსაწყოს განვითარების ისტორიას და მოახდენენ სხვადასხვა თაობის ხელსაწყოებისშედარებას.
მიზანები და შედეგები: სხვადასხვა ოპტიკური ხელსაწყოს ოპტიკური სისტემის განხილვა. ოპტიკური   ხელსაწყოების მუშაობის პრინციპის უკეთ გაცნობა.ოპტიკური ხელსაწყოების შექმნისა და განვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება.
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა : 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები:
შეფასების საგანი და პროცედურებ: განმავითარებელი შეფასება.
იხ. შეფასების რუბრიკა.
 წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებს აქვს ნაწილობრივი ინფორმაცია სხვადასხვა ოპტიკურ ხელსაწყოზე, იციან მათში გამოყენებულ ლინზებში და სარკეებში სხივთა სვლა, შემკრები და გამბნევი ლინზების თვისებები. იციან კომპიუტერთან მუშაობა ინტერნეტის საძიებო სისტემის გამოყენებადა ინფორმაციის საიმედოობის შემოწმება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: გედენიძე, ლაზარაშვილის IX კლასის სახელ–მძღვანელო, ქართული საბჭოთა ენციკლოპედა. VI,VIII და IX ტომი.ინტერნეტის საძიებო სისტემა.
 პროექტის მსვლელობა: აქტივობა 1. მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა.
აქტივობა 2. საპროექტო ჯგუფის მიზნობრივი გადანაწილება. 1სთ.
აქტივობა 3. პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებთან ერთად. ჯგუფებში ირჩევენ ლიდერებს. 2სთ.
აქტივობა 4. თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება მოიძიონ ინფორმაცია მიკროსკოპის, ფოტოაპარატის და ტელესკოპის(რეფლექტორი,რეფრაქტორი) შექმნისა და განვითარების შესახებ. 3 კვირა.
აქტივობა 5. პრეზენტაცია.
აქტივობა 6. პროექტის შეფასება.